მთავარი / სიახლეები / დიბალა პერესის სამიზნეა

დიბალა პერესის სამიზნეა

პაულო დიბალა „იუვენტუსისთვის“ შეუცვლელ ფეხბურთელთა შორის აღარააა. ბოლო დროს არგენტინელს არაერთ გუნდს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ზაფხულში „იუვეს“ დატოვებს.

Tuttosport-ი ამჯერად წერს, რომ დიბალა მადრიდის „რეალის“ სამიზნეა. როგორც გამოცემა იტყობინება, ფლორენტინო პერესს ძალიან უნდა პაულოს შეძენა და ამისთვის უკან არ დაიხევს.

აღსანიშნავია, რომ „ბებერ სინიორას“ „რეალიდან“ ისკოს დამატება უნდა და შესაძლოა, დიბალას ტრანსფერიც ამ გარიგების ნაწილი გახდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიბალა აქამდე მილანის „ინტერს“ (მაურო იკარდის სანაცვლოდ) და პსჟ-ს (კილიან მბაპეს სანაცვლოდ) დაუკავშირეს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …