იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას ქვეყნის ხელისუფლება დათანხდა. სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება კორონავირუსითაა განპირობებული, რომელიც მთელ ჩრდილოეთ იტალიაში გავრცელდა. გარდა ამ მატჩისა, კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება დახურულ კარს მიღმა, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილშია დაგეგმილი.