ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში დიდი იტალიური დერბი მოიგო და მილანის „ინტერი“ მართლაც დაჯაბნა. გოლები აარონ რემზიმ და პაულო დიბალამ გაიტანეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – ყოველთვის ყურადღებით იყო და სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰყავდა. მაშინაც, როცა ფეხით თამაში უწევდა.
კუადრადო 6.5 – დაუბრუნდა მცველის პოზიციას და ეს უკვე სარისგან გზავნილია. დაცვაში იანგს ყურადღებით მეურვეობდა და შეტევასაც მუდმივად ამწვავებდა.
დე ლიხტი 7 – კარგია, ამ მომენტში დაცვაში ყველაზე კარგ ფორმაშია. მისი ზონიდან ხიფათი არ შექმნილა, მეორე სართულზე დომინანტობდა.
ბონუჩი 6.5 – ერთი კვირის წინ ალბათ ძირითადში ვერ მოხვდებოდა და კიელინის დაუთმობდა ადგილს, მაგრამ ახლა კარგი იყო. პუნქტუალური, წმენდდა დაცვას და „ლიონის“ საშინელი თამაში წარსულში დატოვა.
ალექს სანდრო 6.5 – „ინტერი“ მარჯვნიდან აქტიურობდა, მას პოზიცია პრობლემების გარეშე ეჭირა. კუნთების პრობლემის გამო შეცვალეს.
დე შილიო შ.გ – მისი თამაშში ჩართვა „იუვეს“ ლამის გოლად დაუჯდა.
რემზი 7.5 – ორმაგ ფაზაში ძალიან მოუმატა. პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში შესანიშნავი იყო. აღმოჩნდა სწორ ადგილას და გახსნა ანგარიში, მერე დიბალასთან კარგად გაითამაშა კომბინაცია და საგოლე პასიც შეასრულა.
ბენტანკური 7.5 – ამ ეტაპზე პიანიჩზე გაცილებით საიმედოა. ის იცავდა თავსაც და იწყებდა შეტევებსაც. სწორედ მისგან დაიბადა მეორე გოლი. გამოცდა ფანტასტიკურად ჩააბარა.
მატუიდი 7 – რონალდუს ზურგს უმაგრებდა, მაგრამ ისევ ბევრი ბურთი დაკარგა. ამის მიუხედავად, პირველ გოლში მისი ძალიან დიდი წვლილია და გადამწყვეტი როლი შეასრულა.
დუგლას კოშტა 5.5 – ძირითადში მისი მოხვედრა სიურპრიზი იყო. ჯერჯერობით ფორმაში ისევ არაა.
დიბალა 7.5 – სწორი ხედვით ჩაერთო თამაშში, ფენომენალური გოლი გაიტანა.
იგუაინი 6 – სარის შეტევაში ფორვარდი სურს, თუმცა, „პიპიტას“ პრობლემები აქვს.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.
რონალდუ 6.5 – როდესაც ბურთს იღებდა, ყოველთვის საშიში იყო. ამჯერად ვერ გაიტანა და ინდივიდუალური რეკორდი ვერ დაამყარა, მაგრამ „იუვეს“ მისი გოლები ამჯერზე არ დასჭირდა, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი