ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში მილანის „ინტერი“ აარონ რემზისა და პაულო დიბალას გოლებით დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ აღნიშნული მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ ფაქტებსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს.
9 – „იუვეტუსმა“ „ინტერთან“ მეორე წრეში ბოლო 10 მატჩიდან 9 თამაში მოიგო (1 ფრე). ამ შეხვედრებში ტურიელებმა 19 გოლი გაიტანეს.
5 – „იუვემ“ „ინტერთან“ საშინაო შეხვედრაში ზედიზედ მეხუთედ შეინახა კარი მშრალად. ეს ისტორიაში მეორედ მოხდა. პირველად 1999 წლის დეკემბერში და მაშინ მშრალი სერია შვიდ თამაშამდე გაგრძელდა.
2 – პაულო დიბალამდე „იუვენტუსის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც „ინტერს“ ერთ სეზონში ორივე თამაშში გაუტანა, არტურო ვიდალი იყო (2013-2014 წლების სეზონი).
2 – ბოლო 40 სეზონში „იუვენტუსის“ მხოლოდ ორმა მწვრთნელმა მოახერხა სერია A-ში „ინტერთან“ პირველი ორი თამაშის მოგება. მაურიციო სარიმდე ეს ანტონიო კონტემ გააკეთა (2011-2012 წლების სეზონში).
1 – აარონ რემზიმდე „იუვეს“ ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც „ინტერთან“ ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა, ფაბიო კვალიარელა იყო 2013 წლის მარტში. გარდა ამისა, აარონმა ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში გოლი 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა. რემზის უკვე სამი გოლი დაუგროვდა იტალიის ჩემპიონატში და ბოლო უელსელი ფეხბურთელი, რომელმაც „იუვეს“ რიგებში ამაზე მეტი გაიტანა, იან რაში გახლდათ 1987-1988 წლების სეზონში (7 გოლი).
1000 – კრიშტიანუ რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-1000 თამაში ჩაატარა.