იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი შეწყდა. ამის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა.
„რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ჩემპიონატი. სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს გულშემატკივრებმაც უნდა გაითვალისწინონ. ვერ დავუშვებთ სპორტული ღონისძიებების ჩატარებას. ეს ზომები ძალაში ხვალ დილიდან შევა. საწვრთნელი პროცესი რეგულარულია და გაგრძელდება“, – თქვა კონტემ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A 3 აპრილდამდე შეწყდა, ხოლო დანარჩენი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.