ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადება დაიწყო. „სპეციასთან“ თამაშის შემდეგ გუნდმა ორ ნაწილად ივარჯიშა, ვინც გუშინდელ შეხვედრაში ითამაშა, შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ.
„იუვენტუსი“ ხვალ ბუდაპეშტში გაემგზავრება, სადაც საღამოს ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია და მატჩამდე ბოლო ვარჯიშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ უნგრეთში დაუპირისპირდება.