ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მიკელანჯელო რამპულამ პაულო დიბალა გააკრიტიკა და თქვა, რომ მან ფულზე არ უნდა იფიქროს, არამედ მოედანზე სათამაშოდ უნდა გავიდეს.
„შეცვლის მომენტში ის ცოტა იმედგაცრუებული ჩანს, რა თქმა უნდა, არც ის იყო სასიამოვნო, რომ მისმა შემცვლელამ ორ წუთში გოლი გაიტანა, თუნდაც ეს კრიშტიანუ რონალდუ იყო. რა თქმა უნდა, ფორმაში არაა და ამიტომ, ნორმალურია, რომ არ ბრწყინავს. იმედი მაქვს, რომ მის თამაშზე გავლენას ეკონომიკური საკითხი არ ახდენს. ის უკვე გამოიმუშავებს დიდ ფულს და როდესაც თამაშობს, უნდა დაივიწყოს მისი აგენტის წამოყენებული მოთხოვნები.
თუ ის ფულზე ფიქრობს, კიდევ უფრო უარესია იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ახლა ვცხოვრობთ. პაულომ უბრალოდ უნდა ითამაშოს ისეთ დონეზე, რა დონის მოთამაშეცაა. იმედი მაქვს, მალე ასეც იქნება. „იუვეში“ მრავალი წელი ვითამაშე და მივხვდი, რომ ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ არავინაა შეუცვლელი. „იუვემ“ ისეთი ფეხბურთელი გაყიდა, როგორიც ზიდანია, თუმცა გამარჯვებებს მაინც ახერხებდა.
რონალდუს დაბრუნება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მის არყოფნაში სხვებმა ცოტა მეტი უნდა გაკაეთონ. უნდა ესმოდეთ, რომ არ უნდა ელოდნენ სიტუაციის მხსნელს“, – თქვა რამპულამ.