ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდის ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ის არ ეთანხმება ანდრეა პირლოს, რომელიც ფიქრობს, რომ გუნდმა ორი ცენტრალური ნახევარმცველით უნდა ითამაშოს.
„ანდრეა პირლომ თქვა, რომ „იუვეს“ მხოლოდ ორი ნახევარმცველით შეუძლია თამაში. ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. ამ ნახევარდაცვას ორი კაცით თამაშისთვის ძალა არ აქვს, რომ ტაქტიკურ ბალანსს გაუძლოს.
ვფიქრობ, არტურმა დაცვის წინ უნდა ითამაშოს, ბენტანკურმა მარჯვენა ცენტრლურ ნახევარმცველად, მარცხენა ცენტრალურ ნახევარმცველად კულუშევსკი. დაცვაში დე ლიხტი, ბონუჩი და კიელინი უნდა იყვნენ, წინ რონალდუ და ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, ახლა მორატა ბევრად უკეთესია, ვიდრე დიბალა. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი გუნდი იქნება“, – თქვა ტაკინარდიმ.
აღსანიშნავია, რომ პირლომ „იუვე“ ყველა მატჩში ორი ცენტრალური ნახევარმცველით ათამაშა, გამონაკლისი მხოლოდ „სპეციასთან“ თამაში იყო, როდესაც ძირითადში არტური, როდრიგო ბენტანკური და ვესტონ მაკკენი იყვნენ.