მთავარი / სიახლეები / “იუვე” ერიკსენისა და ალდერვეირელდის უფასოდ დამატებისთვის იბრძოლებს

“იუვე” ერიკსენისა და ალდერვეირელდის უფასოდ დამატებისთვის იბრძოლებს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა 2020 წლის ზაფხულში ლონდონის „ტოტენჰემის“ ორი ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი და ტობი ალდერვეირელდი დაიმატოს.

ორივეს „მამლებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის შემდეგ ეწურებათ და შესაბამისად, თავისუფალი აგენტები ხდებიან. ტურინელებს კი მათი ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ერიკსენი „იუვეს“ აქამდე ბრიტანულმა მედიამაც დაუკავშირა და დანიელიც უარს ამბობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე – გუნდის დატოვება უნდა.

რაც შეეხება ალდერვეირელდს, მისთვის „ინტერიც“ აპირებს ბრძოლას, რადგან ჯუზეპე მაროტას უფასოდ მისი დამატების შანსი აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …