მთავარი / სიახლეები / “იუვე” ჟოაო ფელიშის სანაცვლოდ 75 მილიონს იხდის

“იუვე” ჟოაო ფელიშის სანაცვლოდ 75 მილიონს იხდის

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ამომავალი ვარსკვლავის, ჟოაო ფელიშის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.

პორტუგალიური O Jogo-ს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ლისაბონურ გუნდს 19 წლის ტალანტში 75 მილიონ ევროს სთავაზობს.

ჯერჯერობით „ბენფიკას“ პასუხი უცნობია, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, „არწივები“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ უფრო მეტს ითხოვენ.

შეგახსენებთ, ფელიში ევროპა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ტურნირზე ჰეთ-თრიქი შეასრულა („აინტრახტთან“ სამი დღის წინ).

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …