ტურინის „იუვენტუსისა“ და ამსტერდამის „აიაქსის“ შეხვედრა ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კლემენ ტურპინი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ნიკოლას დანო და სირილ გრინგო გაუწევენ.
მეოთხე მსაჯი ბენუა ბასტიენი იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში ნიკოლას რაინვილი და ფრანსუა ლეტიე დასხდებიან.
აქვე გეტყვით, რომ ტურპინს “იუვეს“ თამაში ერთადერთხელ უმსაჯია. 2017 წლის 31 ოქტომბერს, ლისაბონში, „სპორტინგთან“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.