ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი დაშავდა. ერედვიზიონის ბოლო მატჩში „ექსელსიორთან“ 21 წლის ნახევარმცველს კუნთის პრობლემა შეექმნა და მოედანი 28-ე წუთზე თავისი ფეხით დატოვა.
დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი, მისი თამაში ეჭვქვეშაა.
ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ჯერჯერობით უცნობია და ვნახოთო – წესით ყველაფერი დღეს-ხვალ უნდა გადაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.