ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ სკუდეტოს გაფორმება სურდათ.
„გვინდოდა დღეს ყველაფერი დაგვესრულებინა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს, ახალგაზრდებმა თავისი ძალა გვაჩვენეს. გოციმ შესანიშნავად ითამაშა, მას მერეც, რაც ბარძალი გავიდა მოედნიდან. კასტანოსი ბურთს ვერ აკონტროლებდა ცენტრში, მაგრამ მანაც კარგად ითამაშა, ისევე, როგორც ნიკოლუსიმ და მავიდიდი. მეორე გოლის დროს გავჩერდით, მაგრამ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. ყველა კარგი იყო, ვწუხვარ წაგების გამო, მაგრამ ავინაზღაურებთ.
რეკორდის დამხობა ურთულესი იქნება. ენერგია უნდა დავზოგოთ, რადგან ევროპაზე კონცენტრირებაა საჭირო. თუ ყველა ლიდერს ვათამაშებდი, გამარჯვება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ახლა მთავარი მიზანი სამშაბათის თამაშია. 27 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება შთამბეჭდავი შედეგია. ეს ადვილი არაა, უშუალო კონკურენტებთან ყველა თამაში მოვიგეთ.
დიბალამ კარგად ითამაშა. კმაყოფილი ვარ პაულოს გარჯით, ეს სამშაბათისთვის კარგი სიგნალია, რადგან ყველა გვჭირდება. თუნდაც მენტალური თვალსაზირისთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ კინი ისევ კონდიციებშია. პლუს ამას, კმაყოფილი ვარ კუადრადოს დაბრუნებით.
მატუიდი სამშაბათს ითამაშებს, დუგლას კოშტა ვნახოთ, ისევე, როგორც კიელინი. ხედირა კი კარგადაა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „სპალთან“ არწაგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ სკუდეტოს მაინც თითქმის აღარაფერი აშორებს.