მთავარი / სიახლეები / “იუვე” და ტექნიკური სპონსორი: შედარება იტალიურ და ევროპულ გუნდებთან

“იუვე” და ტექნიკური სპონსორი: შედარება იტალიურ და ევროპულ გუნდებთან

ტურინის „იუვენტუსის“ ტექნიკური სპონსორი 2027 წლამდე Adidas-ი იქნება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. შეთანხმების თანახმად, „იუვე“ 8 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიისგან 408 მილიონ ევროს მიიღებს.

ვინაიდან განახლებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა, გამოდის, რომ წელიწადში 51 მილიონ ევროზეა საუბარი.

საინტერესოა, შედარება რომ მოვახდინოთ სხვა იტალიურ გუნდებთან, სხვაობა მართლაც დიდია. მაგალითად, „იუვენტუსი“ ტექნიკური სპონსორისგან გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე იტალიის ერთბაშად 6 გუნდი.

და, ეს გუნდები „მილანი“, „ინტერი“, „ნაპოლი“, „რომა“, „ლაციო“ და „ფიორენტინა“ არიან. ხსენებული კლუბებს ტექნიკური სპონსორები წელიწადში შემდეგნაირად აფინანსებენ:

გუნდი სპონსორი მილიონი ევრო
იუვენტუსი Adidas 51
მილანი Puma 12
ინტერი Nike 10
ნაპოლი Kappa 8
რომა Nike 5
ლაციო Marcon 3
ფიორენტინა Sportif 3

როგორც ხედავთ, „იუვენტუსი“ 10 მილიონით მეტს მიიღებს Adidas-ისგან წელიწადში, ვიდრე მისი 6 კონკურენტი ერთად…

როგორაა ამ მხრივ საქმე ევროპაში?

ევროპის მასშტაბით „იუვენტუსი“ მოწინავე პოზიციებისგან მაინც შორსაა. მაგალითად, „ბარსელონა“ და „რეალი“ ორჯერ მეტს იღებენ თავიანთი ტექნიკური სპონსორებისგან.

გუნდი სპონსორი მილიონი ევრო
რეალი Adidas 110
ბარსელონა Nike 105
ბაიერნი Adidas 90
მანჩესტერ იუნაიტედი Adidas 83.5
რომა Nike 5
ჩელსი Nike 66
დორტმუნდი Puma 50
ლივერპული New Balance 35
არსენალი Adidas 33
პარი სენ ჟერმენი Nike 20

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …