ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მეჰდი ბენატია დიდი ალბათობით გუნდს ზამთარში დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მაროკოელ ფეხბურთელს გერმანული გუნდები ეპატიჟებიან – „შალკე“ და „დორტმუნდი“.
აღსანიშნავია, რომ ბენატია „იუვეში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ საჯაროდ არცთუ დიდი ხნის ისაუბრა კიდეც.
იტალიური მედიის ცნობით, თუ იანვარში ბენატია გუნდიდან წავა, „იუვენტუსს“ მისი შემცვლელის დამატება მოუწევს. მიმდინარე სეზონში მეჰდიმ შავ-თეთრი მაისური 6-ჯერ მოირგო და გოლი არ გაუტანია.