მთავარი / სიახლეები / “იუვე” ზამთრის ჩემპიონია

“იუვე” ზამთრის ჩემპიონია

„იუვენტუსმა“ სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში „რომას“ უმასპინძლა და მარიო მანჯუკიჩის ერთადერთი გოლი სამი ქულისთვის საკმარისი გამოდგა.

„იუვემ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა ხელთ მალევე იგდო. ტურინელები სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და 35-ე წუთზე გოლიც გავიდა. ნიკოლო ძანიოლოსთან ორთაბრძოლაში როდრიგო ბენტანკურმა არაფერი დათმო, შედეგად ბურთი მატია დე შილიოს დარჩა, საჯარიმოში ჩააწოდა და მარიო მანჯუკიჩმა ჩვეულ სტილში, თავით გაიტანა – 1:0.

„იუვეს“ მეორე ტაიმშიც ჰქონდა შანსი რამდენჯერმე, მაგრამ პირველი ტაიმისგან უფრო ფრთხილი თამაში აჩვენა, შედეგზე ორიენტირებული. თუმცა, ორი გოლი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. ჯერ ჯორჯო კიელინი მეკარეზე თავდასხმაში დაადანაშაულეს, ხოლო შემდეგ ბოლო წუთზე, დუგლას კოშტას გოლი ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად გაუქმდა. ეპიზოდის დაწყისში ბლეზ მატუიდიმ ძანიოლოზე დაარღვია თამაშის წესი. თუმცა, ამან შედეგზე გავლენა ვერ იქონია და „ნაპოლისთან“ ისევ რვა ქულიანი უპირატესობაა.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს „რომას“ მეკარემ, რობინ ოლსენმა არაერთხელ აუღო ურთულესი ბურთები, თორემ პორტუგალიელი მოედანს უგოლოდ არ დატოვებდა…

„იუვენტუსს“ 17 ტურის შემდეგ 16 გამარჯვება და 1 ფრე აქვს, რაც 49 ქულის ტოლფასია. „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ე.წ ზამთრის ჩემპიონის წოდება უკვე მოიპოვეს.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (მერე ჯანი 71), მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 80), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; სანტონი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; კრისტანტე, ნზონზი (ჯეკო 80); ჯენგიზ იუნდერი (პეროტი 71), ძანიოლო, ფლორენცი (კლუივერტი 46); შიკი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (35)

გაფრთხილება: ნზონზი (40), შიკი (81), ძანიოლო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 4 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დავიდე მასა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …