მთავარი / სიახლეები / “იუვე” და “დორტმუნდი” 12 მილიონზე ვაჭრობენ

“იუვე” და “დორტმუნდი” 12 მილიონზე ვაჭრობენ

დორტმუნდის „ბორუსია“ ემრე ჯანის შესაძენად მზადაა. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი კლუბს უკვე შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე. ემრე მზადაა გაცილებით ნაკლები ხელფასი მიიღოს, ვიდრე „იუვენტუსში“ აქვს, მაგრამ თანახმაა, სათამაშო პრაქტიკის გამო.

თუმცა, ჯერჯერობით კლუბები ვერ რიგდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჯანი „იუვემ“ უფასოდ დაიმატა, მასშინ უზარმაზარი მოგების მიღებას ცდილობს.

„დორტმუნდმა“ „იუვეს“ 18 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელები მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. შესაბამისად, მხარეებს სადაო 12 მილიონი აქვთ. სოლიდური სხვაობის მიუხედავად, მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ და არაა გამორიცხული შეთანხმებასაც მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი მაურიციო სარისთვის დასაყრდენი მოთამაშე არაა და ძირითად შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …