მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენტანკური: “გოლების გატანას ხედირასგან ვსწავლობ”

ბენტანკური: “გოლების გატანას ხედირასგან ვსწავლობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა განაცხადა, რომ გოლების გატანას სამი ხედირასგან სწავლობს. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, გერმანელი ამაში სამაგალითოა, რადგან პოზიციის მიუხედავად სეზონში 7-8 გოლის გატანას ახერხებდა.

„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გოლი გავიტანე. განსაკუთრები იმიტომ, რომ ჩემთვის ეს იყო პირველი გოლი „სტედიუმზე“, გულშემატკივრებით სავსე სტადიონის წინაშე. კვირის განმავლობაში ჩვენ ბევრს ვმუშაობდით შეტევაში ჩართვაზე და ბოლო თამაშში ფაქტობრივად, ისე გავაკეთე, როგორც აქამდე არასდროს. გარდა ამისა, მე საუკეთესო მაგალითი მაქვს სამი ხედირას სახით, ის ფუნდამენტური მოთამაშეა და სეზონში სტაბილურად ახერხებდა 7-8 გოლის გატანას. ვცდილობ ეს მისგან ვისწავლო“, – თქვა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელისთვის „რომასთან“ გატანილი გოლი საშინაო მატჩში პირველი გამოდგა, ისე კი, ტურინულ კარიერაში თავის მესამედ გამოიჩინა (გასულ სეზონში ორ საგარეო შეხვედრაში გაიტანა).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …