ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-19 ტურში „ბოლონია“ არტურისა და ვესტონ მაკკენის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – ყოველთვის მშვიდი კარის ხაზზე თამაშის დროს. კუადრადოს თავურის დროს მისი სეივი ფენომენალური იყო.
კუადრადო 5.5 – ისე დარბოდა თითქოს ორკვირიანმა იზოლირებამ საშუალება მისცა დასივენოს ტემპის დაკარგვის გარეშე, მაგრამ მოედნის ბოლო 20 მეტრის მანძილე ის არ იყო ცივსისხლიანი და რონალდუს პასი არ მისცა კონტრშეტევის დროს, რომელიც თვითონაც ვერ დაასრულა.
ბონუჩი 6.5 – „ბოლონიასთან“ თავდამსხმელებისთვის არაფერი მიუცია.
დე ლიხტი შ.გ – ნიდერლანდელი დაბრუნდა და 12 წუთი ითამაშა.
კიელინი 6.5 – მეორე სართულზე ყოველთვის ის იყო, ყოველთვის დასწრებაზე თამაშობდა. ზედიზედ ოთხი თამაში ნიშნავს, რომ დიახ, კაპიტანი დაბრუნდა. ერთხელ ბაროუ გაექცა და ყვითელი ბარათის მიღება მოუწია.
დანილო 6.5 – ორსოლინი გააკონტროლა და ეს არ არის წვრილმანი საკითხი.
მაკკენი 7 – ის ერთადერთი ნახევარმცველია, რომელსაც გოლები რეგულარულად გააქვს. მისი გოლით „იუვემ“ თავიდან აირიდა დაძაბული ფინალური წუთები. ბოლოს დუბლის შესრულებაც შეეძლო.
დემირალი შ.გ – თურქმა მცველმა სულ რამდენიმე წუთი ითამაშა.
ბენტანკური 7 – ის ეხმარებოდა დაცვას და ცდილობდა პრესინგსაც. გიგანტი მეორე ტაიმში.
არტური 6.5 – გოლი შემთხვევითობა იყო ან თუნდაც გამართლებოდა, ის საბოლოოდ ერგება გუნს და მისი პასები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაბიო შ.გ – ფრანგმა ნახევარმცველმა 12 წუთი გაატარა მოედანზე.
ბერნარდესკი 5 – პირლომ მას ნდობა გამოუცხადა სუპერთასზე კარგი მეორე ტაიმის შემდეგ. მაგრამ ორი საოცარი საგოლე მომენტი გაანიავა, ყოველთვის უშვებდა შეცდომებს თამაშის დროს.
მორატა 6 – ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ სახიფათო გახდეს.
კულუშევსკი 5.5 – ცოტა ნერვიულობდა და ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.
რემზი შ.გ – უელსელმა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა.
რონალდუ 5.5 – ხშირად თანაგუნდელებისგან უგულებელყოფილი იყო. ბოლოს ძალიან მაგარი მომენტი გაანიავა.
პირლო 6.5 – მარტივად აღებული მძიმე 3 ქულა. გუნდი ჯერ კიდევ არ არის იდეალური, მაგრამ „ბოლონიასთან“ შეიძლებოდა გოლეადა ყოფილიყო.