ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მე-19 ტურში “ბოლონია” არტურისა და ვესტონ მაკკენის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
3 – ვესტონ მაკკენიმ სერია A-ში მე-3 გოლი გაიტანა და მაიკლ ბრედლის გაუთანაბრდა. სერია A-ში ამერიკელ ფეხბურთელებს შორის მათზე მეტი არავის გაუტანია.
9 – იუვენტუსმა ბოლონიასთან ბოლო 9 მატჩიდან ყველა მოიგო, ბურთების ბალანსი: 20:3.
2 – იუვენტუსმა ზედიზედ ორ თამაშში (ყველა ტურნირზე) საკუთარი კარი მშრალად 2020 წლის ივნისის შემდეგ პირველად შეინახა.
1 – არტურმა თავისი პირველი გოლი გაიტანა შიდა ჩემპიონატში 2020 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც „ბარსელონას“ მაისურით „ეიბარი“ დაამწუხრა. ეს იყო მისი პირველი გოლი „იუვეში“ ჩატარებულ 19 თამაშში.
50 – ვოიცეხ შჩესნიმ „იუვენტუსის“ მაისურით 50-ე მშრალი თამაში ჩაატარა.