მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლო: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

პირლო: “ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბოლონიასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტმა თამაში შეაფასა და ცალკეული ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი იყო ინტენსივობა და ეს განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში გავაკეთეთ. თუ მეორე გოლს ვერ გაიტანა, თამაში სასწორზე რჩება. არტური? მასთან ვისაუბრე, მას ურჩევნია უფრო წინ წაწეული იყოს და დაცვითი საქმე სხვა ნახევარმცველს დაუტოვოს. როდესაც შეტევის მშენებლობას ვიწყებთ, ის ყოველთვის სწორ ადგილასაა.

სუპერთასის მოგება მნიშვნელოვანი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვიყავით ის, რაც „სან სიროზე“ გამოჩნდა. ერთად შევიკრიბეთ, ანალიზი გავაკეთეთ, სად დავუშვით შეცდომები. გავაცნობიერეთ, რომ ძლიერები ვართ და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

კულუშევსკი-რონალდუს დუეტი დავაყენე, რადგან უფრო მეტად შეეძლოთ სივრცეებით სარგებლობა. მორატაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი ფეხბურთელია. კონტრშეტევებს ვიღებთ? ნორმალურია რომ თამაშზე დომინირება გვსურს, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობთ ამაზ, რომ კონტრშეტევები არ გაგვეპაროს. ზოგჯერ კარგად გამოდის, ზოგჯერ არა და ეს არ უნდა მოხდეს. როდესაც წინ ბევრი მოთამაშე გყავს, ნორმალურია, რომ რაღაც რისკზე მიდიხარ. ჩვენ კარისკენ 20-ჯერ დავარტყით და გავბრაზდით, რომ თამაში პირველ ტაიმში ვერ დავხურეთ.

კიელინი და შჩესნი? ჯორჯოს დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო, მას დიდი ხანია ზედიზედ 4 თამაში არ უთამაშია, არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ეს კარგია. შჩესნი კარგი და მნიშვნელოვანი მეკარეა, რომელმაც იცის როგორ უნდა იყოს მზად საჭიროების შემთხვევაში.

ჯეკო ან სკამაკა? ვუყურებთ რა ხდება, სატრანსფერო ბაზარზე ახლა ბევრი შანსი არ არის. არ გვაქვს აუცილებლობა, რომ ვინმე ვიყიდოთ, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ბედნიერები ვიქნებით. დიბალა? ცდილობს გამოჯანმრთელდეს, იმედი გვაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ ჯერჯერობით მუხლში ისევ ტკივილს განიცდის“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 27 იანვარს, იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …