ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში შინ „ბენევენტოსთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია.
შჩესნი 5.5 – დასაწყისში გამოსვლებზე შეცდომები ჰქონდა, გაშვებულ გოლში ნაკლებად იყო დამნაშავე.
დანილო 5.5 – მას საკმაოდ ცუდი თამაში ჰქონდა და გოლის დროსაც გაიჩს ხელი ვერ შეუშალა.
ბონუჩი 5 – ბევრი შეცდომა დაუშვა და ბურთთან ერთადაც რამდენიმე არაზუსტი მოქმედება ჰქონდა.
დე ლიხტი 5.5 – მასაც უკეთესად შეეძლო თამაში, მაგრამ საბოლოოდ „იუვეს“ დაცვას მხოლოდ ის ცდილობდა.
ბერნარდესკი 4.5 – პრაქტიკულად ყველაფერი არასწორად გააკეთა.
კულუშევსკი 4.5 – ძალიან ბევრი დრო დაკარგა ბურთის გაჩერებისა და მარცხნივ გადატანის მცდელობაში.
არტური 4 – მან გაიჩს გოლ საჩუქრად გადასცა.
ბენტანკური 6 – ყოველშემთხვევაში, მან თამაშში მეტი წესრიგი შემოიტანა.
რაბიო 5 – მინდორზე ხეტიალით შემოიფარგლა.
მაკკენი 6 – ამ ეტაპზე მას მეტი დროის თამაში არ შეუძლია.
კიეზა 5.5 – ამჯერად უფრო დაბნეული იყო, ვიდრე გადამწყვეტი.
მორატა 4.5 – პირველ ტაიმში ორი რეალური მომენტი გაანიავა, მეორე ტაიმში კი დაიკარგა.
რონალდუ 5 – თავიდანვე მომენტი ჰქონდა, შემდეგ გოლი გააუქმეს, ბოლოს მხოლოდ ის ქმნიდა ხიფათს.
პირლო 4 – კვირაში ერთი თამაში და მეტი მომზადების დრო – შედეგი სახეზეა. ერთი ქულა ორ თამაშში „ბენევენტოსთან“, კიდევ ერთი გაჩუქებული გოლი და კვლავ არცერთი თვითკრიტიკული განცხადება…