ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩის შესახებ უკვე დავწერეთ, კიდევ არაერთხელ გავაკეთებთ იგივეს, თუმცა ახლა ერთ საინტერესო დეტალზე გავამხვილებთ ყურადღებას – ყვითელ ბარათებზე.
„იუვეს“ ჰოლანდიაში გასამართ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არავინ დააკლდება. „აიაქსი“ კი იმავე მატჩში მარჯვენა მცველ მაზრაუის მოისაკლისებს.
თავის მხრივ, „იოჰან კრუიფ არენაზე“ „იუვეს“ ფეხბურთელებიდან ყველაზე ფრთხილად ბლეზ მატუიდი და ფედერიკო ბერნარდერსკი უნდა იყვნენ. მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია საშიშროების წინაშე, რომ საპასუხო თამაში გაუცდეთ. აქევ გეტყვით, რომ დისკვალიფიკაცია მოიხადა ალექს სანდრომ და ის სწორედ მეოთხედფინალში დაბრუნდება.
გაცილებით მეტი სიფრთხილე მართებთ ჰოლანდიელებს. „აიაქსის“ 5 ფეხბურთელია გაყვითლებული და ამსტერდამში თუ რომელიმე მსაჯს გაფრთხილებას გამოსტყუებს, ტურინულ შეხვედრას გამოტოვებს. მსგავსი საშიშროების წინაშე დგანან: ბლინდი, დე ლიხტი, ვან დე ბეეკი, ტალიაფიკო და ზიეჩი.
შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში ამსტერდამში 10 აპრილს, ხოლო საპასუხო 16 აპრილს ტურინში გაიმართება.