ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ სერია A-ს კალენდარული მატჩისთვის ემზადება.
„იუვე“ 28-ე ტურში „ჯენოას“ ესტუმრება, რომელიც იმ იშვიათთაგანია, რომელიც მიმდინარე სეზონში ტურინში არ დამარცხებულა. მასიმილიანო ალეგრი ამ მატჩში სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით ათამაშებს გუნდს:
პერინი; კანსელუ, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, ემრე ჯანი; დიბალა, კინი, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა კვირას 15:30 საათზე დაიწყება.