იტალიის ნაკრები 8 და 11 ივნისს ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩებისთვის რობერტო მანჩინიმ 33 ფეხბურთელი გამოიძახა.
მათ შორის, ექვსი იუვენტინოა – მოიზე კინი, ლეონარდო სპინაცოლა, მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და ფედერიკო ბერნარდესკი. აღსანიშნავია, რომ ბოსნიასთან მატჩი ტურინში,“ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), სალვატორე სირიგუ (ტორინო), ანტონიო მირანტე (რომა)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (ატალანტა), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (კალიარი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (რომა), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (იუვენტუსი), ლეონარდო პავოლეტი (კალიარი), მატეო პოლიტანო (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)