ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას მიესალმება. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, სარის მის კარიერაში განსაკუთრებულლი როლი აქვს შესრულებული.
„იუვეში“ იჯარით ვთამაშობდი და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩემი სახლიდან შორს ვცხოვრობდი, გავიზარდე და მოვუმატე. მყავდა ძალიან კარგი მწვრთნელი მარკო ბარონის სახით.
„იუვეში“ მისვლისთანავე სამედიცინო შემოწმება გავიარე, შემდეგ კი შატილონში გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიყავი. იტალიის ჩემპიონები, კონტეს მეორე სეზონი იყო. საოცარი ემოცია დამეუფლა, ის წელი ჩემთვის გარდამტეხი გალხდათ.
სარი? მივესალმები მას. პროფესიონალებში თამაშის შესაძლებლობა მან მომცა. ერთ-ერთი ამხანაგური თამში წინ მითხრა: „თუ ბურთის წაკითხვას შეძლებ, ფეხბურთელიც გახდები“. ამ სიტყვებმა ჩემში რაღაც შეცვალა“, – თქვა რუგანიმ.