მთავარი / სიახლეები / კიელინი: “მინდა, რომ ალეგრი “იუვენტუსში” დაბრუნდეს”

კიელინი: “მინდა, რომ ალეგრი “იუვენტუსში” დაბრუნდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ დასრულებული სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ ეს წარმატებული წელი იყო. კიელინის თქმით, ივლისიდან ახალი გამარჯვებებისთვის მოემზადებიან.

„შესანიშნავი სეზონი დავხურეთ. ნამდვილად განსაკუთრებული ციკლი დაიხურა ალეგრისა და მისი სტაფის ხელმძღვანელობით, ასევე ბარძალონესთან ერთად, რომელსაც გასულ კვირაში დავემშვიდობეთ. მათ ყველა იუვენტინო ტაშს უკრავდა და ეს დაიმსახურეს. ეს იყო დიდებული სეზონი, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ, მერე კი ივლისიდან ისევ „იუვესთან“ ერთად ვიქნებით დიდებული სეზონის ჩასატარებლად და ვეცდებით ყველა ფრონტზე ტიტული მოვიპოვოთ.

ალეგრი? მან ძალიან ბევრი მომცა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. თავისი სიმშვიდით მნიშვნელოვან სიტუაციებში. ამ 5 წელიწადში ალეგრი მსოფლიო დონის მწვრთნელი გახდა. ადამიანი, რომელმაც იცის, როდის უნდა აუწიოს ხმას და როდის – არა. ვისურვებდი, რომ რამდენიმე წელიწადში, როდესაც უკვე მე ფეხბურთელი აღარ ვიქნები, ისევ „ბიანკონერის“ მწვრთნელად ვიხილო.

ბარძალი? დამაკლდება მოედანზე, რადგან ის პროფესორია, კარგად შეეძლო დაზღვევა, როგორც პირველი წუთიდან, ისე ცვლილებიდან. მისი ცხოვრება შეიცვლება და იგივე რამდენიმე წელიწადში მეც მელოდება.

რატომ არის „იუვე“ ყველაზე ძლიერი? ვინაიდან, განსაკუთრებული უნარი აქვს გამარჯვების და ცდილობს მოიგოს ნებისმიერ ფასად. ამ გუნდს წარმოუდგენელი ხასიათი აქვს და ეს დაამტკიცა ბოლო მატჩებშიც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ძლიერი გუნდი ვართ, კონკურენტუნარიანი და სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე გაჩემპიონობა ამ სიძლიერის მტკიცებულებაა“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

პარატიჩი: “მწვრთნელმა იცის, როგორ გაუმკლავდეს ღრმა შემადგენლობას”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის ღრმა შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა …

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

ტურინის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ …