მთავარი / სიახლეები / ინძაგი: “პირლო შეცდომას თუ დაუშვებს, ფეხბურთელები გამოასწორებენ”

ინძაგი: “პირლო შეცდომას თუ დაუშვებს, ფეხბურთელები გამოასწორებენ”

„ბენევენტოს“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას ბრწყინვალე კარიერა ექნება. გარდა ამისა, „სუპერპიპომ“ ტურინულ გრანდს ალვარო მორატას ტრანსფერი მოუწონა.

„ანდრეას კარგად ვიცნობ, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. როდესაც ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და მწვრთნელობას იწყებ, ყველაფერი ძალიან იცვლება, მაგრამ 20 წელი დიდ მწვრთნელებთან მუშაობა გამოციდლებას გაძლევს და ამ კუთხით ჩვენ გარკვეულ უპირატესობას ვფლობთ. ასე დაწყება ადვილი არ არის, მაგრამპირლოს უკან ისეთი ძლიერი კლუბი და ისეთი კარგი ფეხბურთელები არიან, რომ ეს მხოლოდ უპირატესობაა. თუ პირლო რამეს არასწორად გააკეთებს, მოთამაშეებს შეეძლებათ ამის გამოსწორება. ანდრეას გამო ბედნიერი ვარ, დარწმუნებული ვარ ბრწყინვალე კარიერა ექნება. ანდრეამ მშვენივრად დაიწყო, მაგრამ არ მინდა ახლა შეფასება გავაკეთოთ და მომდევნო 10 თამაშის შემდეგ ვაკრიტიკოთ, იტალიაში ბალანსი გვჭირდება.

მორატა? მე ძალიან მოწონს, ის თანამედროვე თავდამსხმელია, რომელმაც იცის, როგორ შეუტიოს სიღრმიდან და კარგია საჯარიმოში. მან „იუვენტუსის“ თავდასხმა დააკომპლექტა“. – თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ მორატამ დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი უახლოეს საათებში გაფორმდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …