რომის „ლაციოს“ თავდამსხმელმა ჩირო იმმობილემ განაცხადა, რომ როდესაც 17 წლის ასაკში „იუვენტუსმა“ მიიწვია, ხუმრობა ეგონა და არ სჯეროდა.
„როდესაც „იუვეში“ მოვხვდი, მეგონა ხუმრობა იყო. წარმოუდგენელი იყო, მამაჩემმა მითხრა, რომ ტურინში უნდა გავფრენილიყავით. ძალიან რთული იყო ადაპტაცია,პირველი წელი ვიბრძოდი, ხოლო მომდევნო ორმა წელმა ძალიან კარგად ჩაიარა.
შემდეგ „სიენაში“ გადავედი, ახლაგაზრდა და ძლიერი ვიყავი, ძალიან მჭირდებოდა პროფესიონალურ დონეზე ნახტომი და ეს ძალიან დამეხმარა“, – განაცხადა იმმობილემ.
შეგახსენებთ, რომ ჩირო „იუვეს“ აკადემიაში 2008 წელს მოხვდა და მომდევნო სეზონში მთავა გუნდში 5 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.