იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ფედერიკო ბერნარდესკის შესახებ ისაუბრა. მანჩინი იმედოვნებს, რომ მისი სათამაშო პრაქტიკა „იუვენტუსში“ გაიზრდება.
„ვიმედოვნებ, რომ „იუვეში“ ბერნარდესკის ნდობას გამოუცხადებენ, შესანიშნავი თვისებები აქვს და მომატება კიდევ შეუძლია. ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს, კმაყოფილი ვართ მისი წვლილით და იმედია მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი „იუვენტუსში“ სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და არაა გამორიცხული გუნდი ზაფხულში დატოვოს.