მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “ლიონთან” სულელურად წავაგეთ”

იგუაინი: “ლიონთან” სულელურად წავაგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა Fox-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი ისევ აქვს, ამიტომ წასვლა არ სურს. ამასთან აღნიშნა, რომ „ლიონთან“ წაგება სულელური იყო.

„24 აგვისტოს ვარჯიშს ვუბრუნდები, იტალიაში კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მავქს. უნდა გამოვცხადდე გუნდში და ვნახოთ რა მოხდება ახალ მწვრთნელთან. რა თქმა უნდა, განსხვავებული დინამიკა იქნება. ამჟამად „იუვეს“ ფეხბურთელი ვარ და მომავალში შესაძლოა MLS-ში ვიყო, იქ ბევრი მოთამაშე მიდის და კარგი იქნება, მაგრამ ახლა აქ ვარ.

მე მწვრთნელი არ გავხდები იმ ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის გამო, რომელიც ამ სპეციალობას აქვს. ყველა მწვრთნელი შავი თმით იწყებს და სამ წელიწადში ჭაღარავდებიან…

არგენტინული ფეხბურთი არ მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ყურება მომწონს. ახლა ბევრი მოთამაშე 25 წლის ასაკში შტატებში, ჩინეთში ან საუდის არაბეთში მიდის. ლაუტარო? მას დიდი შესაძლებლობები აქვს, ახალგაზრდა ფეხბურთელია და შესანიშნავი უნარები აქვს.

სეზონის შეწყვეტამდე კარგ ფორმაში ვიყავი, შემდეგ კი ამოვარდი, რაც დედაჩემის მდგომარეობითაც იყო განპირობებული. ორი-სამი საშინელი თვე გავატარე და ჩემთვის რთული გახდა სწორ რიტმში დაბრუნება.

სკუდეტო მოვიგეთ და მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ზედიზედ მეცხრე სკუდეტო, მაგრამ „ლიონის“ წინააღმდეგ სულელურად გავვარდით.

„ნაპოლიდან“ „იუვენტუსში“ გადასვლას არ ვნანობ, გავიხსენოთ რამდენი ფეხბურთელი გადასულა „ბოკადან“ „რივერში“, „ინტერიდან“ „მილანში“ ან „ბარსელონადან“ „რეალში“. ნეაპოლში ძალიან კარგად ვიყავი, რეკორდი დავამყარე სეზონში გატანილი გოლებით, მაგრამ შემდეგ „იუვეს“ წინადადება მივიღე და რა მეთქვა, არა?“, – აღნიშნა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. დიდი ალბათობით არგენტინელი გუნდს დატოვებს, რადგან ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და ძალიან დიდ ხელფასსაც იღებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …