პაულო დიბალა მზადაა ტურინის „იუვენტუსის“ სახე მრავალი წლის განმავლობაში გახდეს, მაგრამ ამისთვის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება საჭიროა, რომლის ამოწურვამდე მხოლოდ ორი წელი დარჩა.
არგენტინელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კლუბის ხელმძღვანელობა თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა, თუმცა მას გაუმჯობესებული პირობები სურს.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, დიბალა სეზონში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც კრიშტიანუ რონალდუს ხელფასთან შედარებით (30 მილიონი) ძალაინ ცოტაა, მაგრამ სხვებთან შედარებით ძალიან ბევრი და მოცემულ ვითარებაში „იუვესთვის“ არარეალურიც კი. ამიტომაც, კლუბი ისევ ფიქრობს მისი გაყიდვის შესახებ.
არგენტინელი ამჟამად 7.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც რონალდუზე, მატიას დე ლიხტზე და გონსალო იგუანზე ნაკლები გასამარჯელოა, თუმცა დიბალასთვის ძალიან ცოტა.
ანდრეა პირლო კი მზადაა ახალ სეზონში რონალდუს და დიბალას ერთად დაეყრდნოს, მაგრამ სამხრეთამერიკელის მოთხოვნილმა ხელფასმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.