მთავარი / სიახლეები / იგორ ტუდორი “იუვეში” ბრუნდება

იგორ ტუდორი “იუვეში” ბრუნდება

იგორი ტუდორი „იუვენტუსში“ ბრუნდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ხორვატმა ანდრეა პირლოს წინადადება მიიღო და მის სტაფში მუშაობას დათანხმდა.

თუმცა, ჯერ იგორი სპლიტის „ჰაიდუკისგან“ უნდა გათავისუფლდეს, რომელთანაც კონტრაქტი აკავშირებს.

ტუდორს მთავარ მწვრთნელად „ჰაიდუკის“ გარდა „გალათასარაისა“ და „უდინეზეში“ უმუშავია და ეს უკანასკნელი ორჯერ გადაარჩინა სერია A-დან გავარდნას.

აქვე შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორი „იუვენტუსის“ ღირსებას 1998-2007 წლებში იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …