მთავარი / სიახლეები / იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს იხსენებს

იბრაჰიმოვიჩი “იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს იხსენებს

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდს იხსენებს. ზლატანის განცხადებით, ტურინში მანქანად გადაიქცა.

როგორც შვედმა გაიხსენა, იტალიაში მისთვის ყველაფერი ახალი იყო და შექმნილი გარემოთი აღფრთოვანებული იყო:

„კარიერის დასაწყისში მხოლოდ გოლების გატანაზე არ ვფიქრობდი, ვცდილობდი ტექნიკური ფეხბურთი მეთამაშა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი. „აიაქსში“ შესანიშნავად ვთამაშობდი, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ გოლების გატანა იტალიაში ვისწავლე, „იუვენტუსში“, ფაბიო კაპელოსთან.

ჩემთვის ყველაფერი ახალი, გასაოცარი იყო: დიდი გუნდი, დიდი ფეხბურთელები, დიდი მწვრთნელი, დიდი ისტორია, იტალიური ფეხბურთი, სერია A. ვფიქრობდი, ვაუ, ეს იტალიური ფეხბურთია, მსოფლიოში საუკეთესო და აქ დიდხანს დავრჩები.

ვარჯიშის პირველივე დღეს მესმის კაპელოს ყვირილი: „იბრა!“. შემდეგ ყველა ასე მეძახდა. ლუჩანო მოჯიმ არც კი იცოდა ჩემი გვარის წარმოთქმა და ამიტომ, მხოლოდ იბრას მეძახდა.

ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, მხოლოდ სახლში წასვლა მინდოდა. აღარც კარის დანახვა მსურდა და აღარც მეკარის. “იუვენტუსში” ნამდვილ მანქანად ვიქეცი. განსაკუთრებით იტალიაში თავდამსხმელობა ძალიან რთულია. მაშინ იტალიური ფეხბურთი საუკეთესო იყო, ვიხსენებდი ისეთ მცველებთან თამაშს, როგორებც პაოლო მალდინი და ალესანდრო ნესტა არიან და ვფიქრობდი: როდესაც მათ წინააღმდეგ თამაშობ, შანსი არ გაქვს. შეიძლება მცირე შანსი გქონდეს, მაგრამ მათ უკან დიდა იდგა. თუმცა მე ასევე გამიმართლა, რადგან არ მიწევდა ბუფონის, ტურამისა და კანავაროს წინააღმდეგ თამაში“, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ  იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …