ტურინის „იუვენტუსს“ „ჯენოასთან“ მოულოდნელი გმირი ჰყავდა – ჰამზა რაფია. 23-წლამდე გუნდის ტუნისელი ფეხბურთელი, რომელსაც მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა და დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
რაფიამ გოლი დედას მიუძღვნა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია:
„ძალიან ბედნიერი ვარ. კვირას კარარაში ვითამაშე 23-წლამდე გუნდში და ახლა აქ ვარ, პირველ გუნდს იტალიის თასზე გამარჯვებაში დავეხმარე. გოლს ვის ვუძღვნი? ცალსახად, დედაჩემს“, – თქვა რაფიამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „სპალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 17 იანვარს, „ინტერთან“ გამართავს.