ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და „ჯენოასთან“ 64 წუთი ითამაშა. ვეტერანმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკის მეორე წუთზე საგოლე პასიც გაუკეთა. ჯორჯიომ თამაშის შემდეგ Rai Sport-თან კომენტარი გააკეთა.
„მოედნაზე შესვლისას თავს ისე ვგრძნობდი, როგორც პატარა დებიუტანტი ბიჭი. გვერდით დრაგუსინი მყავდა, რომელიც შვილად მერგება. ზედიზედ რამდენიმე პრობლემის შემდეგ გუნდს ვერ ვეხმარებოდი და მნიშვნელოვანი იყო მოედანზე გასვლა, სათამაშო რიტმის შეგრძნება. ამ 60-მა წუთმა თავდაჯერებულობა მომცა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ გუნდის დავეხმარო მწვრთნელის არჩევანიდან გამომდინარე.
თამაში ძალიან კარგად დავწიყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და კიდევ შეგვეძლო გატანა. როდესაც თავს ძალიან უსაფრთხოდ გრძნობ, რისკის ქვეშ დგები. ეს მოხდა კვირას „სასუოლოსთან“ და ახლაც. ამიტომ, მატჩის მომენტების განცდა, უკეთ უნდა გავიაზროთ, ეს არის ის, რაც აუცილებლად გასაუმჯობესებელია.
„ინტერთან“ თამაში? მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, წინ მთელი მეორე წრეა. თუმცა, მნიშვნელოვანი თამაშია და გვინდა კარგად ვითამაშოთ“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ – „სპალის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩს კი სერია A-ში 17 იანვარს, „ინტერთან“ გამართავს.