ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში „ჯენოა“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. დეიან კულუშევსკისა და ალვარო მორატას გოლების შემდეგ, დამატებით დროში გამარჯვების გოლი დებიუტანტმა ჰამზა რაფიამ გაიტანა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 5.5 – გოლების დროს არ იყო ისეთი რეაქტიული, როგორც თავის კარგ თამაშებში.
დრაგუსინი 6 – ქანდაკებასავით სხეული აქვს და ნამდვილად კარგი მომავალი. „იუვეს“ მისი სჯერა. თავდაჯერებულმა ითამაშა, მცირედი შეცდომებიც ჰქონდა.
დემირალი 6 – მას ნორმალური თამაში ჰქონდა.
დანილო 6 – დაისვენა, მაგრამ არც ისე ბევრი. ის დღეს „იუვესთვის“ ფუნდამენტური ფეხბურთელია.
კიელინი 6.5 – მისი მოედანზე ნახვა ყოველთვის სასიხარული ამბავია. სწორად დაიწყო და კულუშევსკის შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.
ბონუჩი 6 – იქნებ მას თამაში ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ როცა გუნდისთვის საჭიროა, ის ყოველთვის მზადაა.
ვესლი 5.5 – თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ გოლში დააგვიანა. ბურთი, როდესაც ჰქონდა, უკეთესი იყო, ვიდრე უბურთოდ.
რონალდუ 6 – ის მაინც საჭირო გახდა და თავი დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ გადამწყვეტი საგოლე შეტევა დაიწყო.
არტური 5.5 – კარგი თამაში კონდიციაში დასაბრუნებლად, მაგრამ ნაკლებად ხარისხოვანი. დამატებით დროში ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა და ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მოქმედება იყო.
ბენტანკური 6 – ყვითელ ბარათებს უკვე მუდმივად იღებს.
რაბიო 6 – ინტერთან მატჩის წინ კარგი ტესტი ჰქონდა.
პორტანოვა 6 – არც ისე ცუდი იყო, გოლიც გაუუქმეს თამაშგარის გამო.
რაფია 6.5 – გამარჯვების გოლი მის ანგარიშზეა და ესეც საკმარისია გასახსენებლად.
ბერნარდესკი 5.5 – პოზიცია იცვლება, კონტექსტი იცვლება, არ იცვლება დამოკიდებულება, რომელშიც ჩანს, რომ ის ყოველთვის ფაზებს გარეთაა.
კულუშევსკი 6.5 – მზად იყო და გოლიც გაიტანა. შემდეგ მორატას შესანიშნაავი საგოლე პასი გაუკეთა. თავდამსხმელად უკეთ თამაშობს, მაგრამ ჰქონდა ხარვეზებიც.
მორატა 7 – საუკეთესო კონდციებში დაბრუნებას ცდილობს, გოლი გაიტანა და კიდევ ბევრჯერ შეეძლო გატანა. „ინტერისთვის“ მზად არის. მან 120 წუთი ითამაშა.
პირლო 6 – მატჩის გეგმა სრულყოფილი ჩანდა, სანამ „ჯენოა“ ანგარიშს გაათანაბრებდა და გუნდს დამატებითი დროის თამაში მოუწევდა. იმედია, ეს „ინტერთან“ მატჩის წინ ფატალური შეცდომა არ აღმოჩნდება.