„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „იუვენტუსი“ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდებში დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა „იუვესთან“ ერთად „ბარსელონა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ გამოარჩია.
„ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ – ყოველ სეზონში თავიანთ ჩემპიონატებს იგებენ, ქვეყნის თასებიც ყოველთვის მათია. ჩვენ არ შეგვიძლია მათთან მიახლოვება, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ზოგჯერ გაგვიმართლებს, ზოგჯერ – არა“, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Four Four Two.