ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმა „ბებერი სინიორას“ შესახებ კომენტარი გააკეთა. პოლონელის განცხადებით, მისი პერიოდის „იუვენტუსმა“ ევროპაში გამარჯვება მოახერხა და ამიტომ, დღევანდელ გუნდთან პარალელს ვერ გაავლებს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ სერია A დასრულებული იყო დაწყებამდეც. „იუვე“ სხვა ისტორია, ხარისხი და გამოცდილებაა. 80-იანი წლების „იუვესთან“ პარალელი? – არ შემიძლია გუნდების წლების მიხედვით შედარება. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, განსხვავებულია. თუმცა, ჩემმა „იუვემ“ ევროპაში მოახერხა ჩემპიონობა.
ეს “იუვე” ყველა დროის საუკეთესო “იუვეა”? – არამგონია. ჩემს დროსაც ვიგებდით ჩემპიონატს და ამავდროულად ყოველწელს ევროპაში რომელიმე ტიტული ჩვენი იყო.
ჩემპიონთა ლიგა? – არსებობს რვა გუნდი, რომელთაც გამარჯვება შეუძლიათ, მაგრამ ბოლოს ტიტული ერთს დარჩება. ტურინში ჩემპიონთა ლიგის მოგების გარდა სხვა არაფერზე ოცნებობენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, იღაბალი, ხარისხი და კარგი წილისყრა“, – განაცხადა პოლონელმა.
აქვე გეტყვით, რომ ბონიეკმა „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა თასი (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა), თასების თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.