მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “იუვე” არასდროს კვდება”

ბერნარდესკი: “იუვე” არასდროს კვდება”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. იტალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა, როგორც „ლაციოსთან“ გამართული დაპირისპირების, ისე სხვა საკითხების შესახებაც.

„ლაციოსთან“ მატჩთან დაკავშირებით

„ეს იყო ხასიათის გამოცდა. ჩვენ ყოველთვის ვრჩებით თამაშში, მიუხედავად სირთულისა, არასდროს ვნებდებით და ბოლომდე ვიბრძვით. შეცვლებს ყოლელთვის მოაწვეს რამე დამატებით? – ეს მენტალობის და ყურადღების დამსახურებაა. როდესაც სატადარიგო სკამიდან ვიწყებთ შეხვედრას მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი ალტერნატივა ვხდებით. შეცვლებით შეგვიძლია მოვიგოთ თამაში ან დავეხმაროთ გუნდს შედეგის შენარჩუნებაში“.

პირადი პროგრესი

„ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, მენტალურად და კონცენტრაციის მხრივ. ასევე, დიდ ფეხბურთელებთან ვარჯიში მაძლევს სხვაობას და მეხმარება, რომ ჩემი თამაში გავაუმჯობესო. ეს „იუვე“ არასდროს კვდება“.

„ნაპოლისთან“ 11-ქულიანი უპირატესობა

„ჩვენი მიზანია, რომ მეორე ადგილოსან გუნდს, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავუსწროთ. ახლა საჭიროა, რომ ასე გავაგრძელოთ. 11 ქულა საკმარისი არაა, ყურადღება საჭიროა და კონცეტრაცია მოედანზე“.

სათასო მატჩი „ატალანტასთან“

„რთული მატჩი იქნება, რადგან „ატალანტა“ დიდი გუნდია, სახლში განსაკუთრებით კარგად თამაშობს. თუმცა, იტალიის თასი ჩვენს მიზნებში შედის, ამიტომ, მოედანზე გამარჯვებისთვის და ნახევარფინალის საგზურისთვის გავალთ“.

იტალიის ახალი ნიჭიერი თაობა

„მოხარული ვარ, რომ ახალი და ძლიერი ფეხბურთელები მოდიან. სასიამოვნოა იტალიის ნაკრებში ყოფნა, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. იტალია უნდა დავაბრუნოთ იქ, სადაც იმსახურებს. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ძლიერი ფეხბურთელები გვჭირდება. თუ მათ შორის მეც ვიქნები, ეს უკეთესია“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …