მთავარი / სიახლეები / გასკოინი: “ბონიპერტი “იუვენტუსში” მეპატიჟებოდა”

გასკოინი: “ბონიპერტი “იუვენტუსში” მეპატიჟებოდა”

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პოლ გასკოინმა განაცხადა, რომ თავის დროზე ჯამპიერო ბონიპერტის („იუვეს“ პრეზიდენტი იმ პერიოდში) მისი შეძენა სურდა.

საქმე ეხება 1990 წლის ზაფხულს, როდესაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა, რომელსაც იტალია მასპინძლობდა. ნახევარფინალში ინგლისი გერმანიას ტურინში, „დელე ალპიზე“ დაუპირისპირდა, მატჩამდე ბონიპერტის ნათქვამი სიტყვები „გაზამ“ გაიხსენა:

„ბონიპერტიმ მითხრა: ჯერ რომში გაემგზავრე (ფინალში გასვლა იგულისხმა – რედ) და შემდეგ „იუვეში“ შეგიძენ“, – თქვა გასკოინმა.

საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა, გასკოინმა 1992-1995 წლებში იტალიაში მაინც ითამაშა, ოღონდ რომის „ლაციოში“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …