ტურინის „იუვენტუსი“ სეზონის განახლებისთვის მზადებას აგრძელებს. ერთდღიანი პაუზის შემდეგ გუნდმა კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ყველა ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდა.
პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა და ვარჯიშიც შეუფერხებლად ჩატარდა. „იუვე“ იტალიის თასზე „მილანთან“ მატჩისთვის ემზადება, რომლის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია (განიხილება ორი ვარიანტი, 12 ან 13 ივნისი).
სამაგიეროდ, სერია A-ში სასტარტო მატჩის შესახებ ყველაფერი ცნობილია- 22 ივნისს, „რენატო დალ არაზე“ „ბოლონიასთან“.
Nel frattempo, al JTC Continassa, Bianconeri sempre più pronti a tornare in campo 💪
➡️ https://t.co/2Ng7fRoT7t pic.twitter.com/AoVxIhqe3v
— JuventusFC (@juventusfc) June 1, 2020