ტურინის „იუვენტუსმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Calciomercato-ს ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.
საქმე ეხება ფედერიკო ბერნარდესკისა და ჟორჟინიოს ბარტერს. იტალო-ბრაზილიელი მაურიციო სარის ძალიან მოსწონს და მასთან ისევ მუშაობა უნდა, ხოლო ფედერიკომ მის ტაქტიკურ სქემაში ადგილი ვერ იპოვა.
თავის მხრივ, ბერნარდესკი „ჩელსის“ ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი შემტევი „იუვეს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ხოლო ჟორჟინიოს სარისთან „ნაპოლისა“ და „ჩელსიში“ უმუშავია.