ადრიენ რაბიომ ტურინის „იუვენტუსის“ რეგულაციები დაარღვია. ფრანგმა ფეხბურთელმა ბაზაზე მისვლის შემდეგ ორ გულშემატკივართან (სავარაუდოდ, მამა-შვილი) სელფი გადაიღო.
ისინი მიუახლოვდნენ რაბიოს და ფოტოს გადაღება სთხოვეს, რაზეც უარი არ უთქვამს. ეს ლამაზი ჟესტია ჩვეულებრივ დროს, მაგრამ ახლა არა, რადგან კლუბს წესები აქვს კორონავირუსთან უსაფრთხოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ რაბიოს პირბადე არ ეკეთა.
აქვე გეტყვით, რომ შექმნილ ვითარებაში „იუვეს“ ფეხბურთელებს გულშემატკივრებთან ფოტოს გადაღების გარდა, ავტოგრაფების დარიგებაც ეკრძალებათ.