მთავარი / სიახლეები / გალეონე: “ალეგრიმ “იუვედან” წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

გალეონე: “ალეგრიმ “იუვედან” წასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

მასიმილიანო ალეგრის ყოფილმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევა, ალეგრის „იუვეში“ დაბრუნება გამორიცხა.

„სარის 10 ქულით ნაკლები აქვს სერია A-ში, ვიდრე შარშან ალეგრის ჰქონდა, ასევე წააგო ჩემპიონატში სამი თამაში, რომ აღარაფერი ვთქვათ იტალიის თასზე, იტალიის სუპერთასზე და ჩემპიონთა ლიგაზე.

„იუვე“ შეცდა სარის მიწვევით? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მაქსმა (ალეგრიმ) კარგი გადაწყვეტილება მიიღო წასვლით, დატოვა იმ დროს, როდესაცციკლი დასრულდა. რამდენადაც ვიცი უცხოეთში მუშაობა სურს, მაგრა უარი თქვა „არსენალის“, ‘ჩელსის“ და „რეალის“ გაწვრთნაზე“, – თქვა გალეონემ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …