მაურიციო სარის პრობლემა „იუვენტუსში“ აშკარაა, მამგრამ ტურინელთა პრობლემები მრავალფეროვანია: კონდიცია, იმედგაცრუებული ტრანსფერები და მოულოდნელად მოკლე სკამი.
იტალიის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ „იუვენტუსის“ ტიფოზების მოთმინების ფიალა მაურიციო სარისთან დაკავშირებით პრაქტიკულად აივსო, რადგან გუნდმა ზედიზედ ორ მატჩში (2015 წლის შემდეგ პირველად) ვერ გაიტანა გოლი და სეზონში მეორე ფინალი წააგო.
სინამდვილეში სარიმ ტურინში ვერ მოახერხა იმ თამაშის დანერგვა, რომელსაც „ემპოლის“ და „ნაპოლის“ ათამაშებდა და ბევრს მოსწონდა კიდეც. თუმცა, ხარვეზები მხოლოდ სარიში არ მდგომარეობს.
იმედგაცრუება სატრანსფერო ბაზარზე: გაფლოპებული რემზი და რაბიო
„იუვენტუსის“ შემადგენლობა არაა ისე დაკომპლექტებული, რომელიც შესაფერისი იქნება იმ ფეხბურთისთვის, რაც სარის მოსწონს და უყვარს. რომელიც შედგება პასებისგან და ბევრი მოძრაობისგან. თუ ამას დავუმატებთ საშინელ სატრანსფერო პოლიტიკას 2019 წლის ზაფხულში, სურათი სრულყოფილი გახდება.
განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი გამოდგა ორი ნულოვანი ტრანსფერი, ადრიენ რაბიო და აარონ რემზი. ფეხბურთელები, რომლებზეც ნახევარდაცვა უნდა აგებულიყო, მაგრამ უელსელიც და ფრანგიც საშინლად თამაშობენ.
თუ რემზის ფიზიკური პრობლემები შეექმნა, რაც მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, რაბიო „იუვესთვის“ პირველივე დღიდან სრულიად უცხო სხეული აღმოჩნდა. იმდენადაც, რომ „ნაპოლისთან“ სარიმ თამაშში ნახევარმცველის პოზიციაზე ბერნარდესკი ჩართო და ადრიენი თადარიგში დატოვა. დე ლიხტის გარდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არცერთმა ახალწვეულმა არ გაამართლა. დანილოს შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი რიგზეა.
ფიზიკური კონდიცია: ყველა შორსაა საუკეთესო ფორმისგან
ამ დროისთვის „იუვეს“ მთავარი ძალა, დიბალა, რონალდუ და დუგლას კოშტა არ არიან ფორმაში და საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში. ამის შესახებ მინიშნებით სარიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ გუნდს ინდივიდუალიზმი აკლია.
თუ ისინი მალე ფორმაში არ შევლენ, ალბათ „ლაციოს“ არ გაუჭირდება სერია A-ს სათავეში სარის გუნდის ჩანაცვლება.
ბევრი ტრავმა და დამოკლებული სათადარიგო სკამი
და ბოლოს ტრავმირებულების შესახებ: დემირალის, კიელინის, ხედირას და იგუაინის ტრავმების გამო „ნაპოლისთან“ „იუვენტუსის“ სათადარიგო სკამზე 23-წლამდე გუნდის ოთხი მოთამაშე იჯდა. ალექს სანდროს ტრავმის შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.
უპირველეს ყოვლისა იგუაინის არყოფნა სერიოზულ უფსკრულს აჩენს გუნდისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ყველაფრის მოგებას. კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმოში არეალის გამთავისფულებელი არავინ ჰყავს. თუმცა, არ დავივიწყოთ ის, რომ მაურიციო სარის ახირებით გუნდიდან მარიო მანჯუკიჩი ჯერ მოიკვეთა და შემდეგ გაყიდეს… „იუვენტუსის“ პრობლემები მართლაც უსასურლო და ძალიან ბევრია.