მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მილიონობით გულშემატკივართა ფიქრებშია. იტალიის თასის ფინალში მისი პოპულარობა კიდევ უფრო დაეცა, რომელიც არც ისე მყარი იყო მანამდეც.
კლუბის ხელმძღვანელობაც იმედგაცრუებულია სარის გუნდის მიერ ნაჩვენებით შედეგებით და თამაშის ხარისხით. თუმცა ამის მიუხედავად, Tuttosport-ის ცნობით, ამ ეტაპზე სარის პასუხისმგებლობის დაყენება არ იგეგმება.
იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე შანსს მიიღებს, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგები კი პირდაპირ იქნება დამოკიდებული მაურიციოს ტურინულ მომავალზე.
როგორც ჩანს, ანდრეა ანიელი პაველ ნედვედს და ფაბიო პარატიჩის ისევ მიენდობა, რომლებმაც ის თავის დროზე სარის დანიშვნაში დაარწმუნეს. ვნახოთ, რას მოუტანს „იუვეს“ ეს ნაბიჯი.