ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ „იუვენტუსთან“ მატჩზე და პაველ ნედვედზე ირონიულად ისაუბრა.
„მე და ჩემი მეუღლე თამაშს ვუყურებდით და მეშინოდა მესამე გოლმადე. მეშინოდა, რომ ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ასე მოხდა. ვხედავდი, რომ „იუვეში“ ძალიან აღშფოთებულები იყვნენ, ვხედავდი ქერას (ნედვედი იგულისხმა), რომელმაც ადრე მითხრა, რომ ჩაი დამელია, მაგრამ ბოლოს მან გვირილის ჩაი დალია.
კიეზა? ცხოვრებისგან ის გავიგე, რომ ურთიერთობები არასდროს უნდა გავაფუჭოთ, კარგი რეპუტაცია შევინარჩუნოთ, რადგან არავინ იცის, მომავალში რა დაგვჭირდება“, – თქვა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინამ“ „იუვენტუსი“ ტურინში 3:0 დაამარცხა.