კრიშტიანუ რონალდუ სეზონის განახლებას მოტივირებული ხვდება. პორტუგალიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ელემენტები დამუხტულია.
„მცირე შესვენება, რომელიც ყოველთვის საუკეთესოდ დამამახსოვრებდა მიზეზთა გამო. კარგი დრო და შესანიშნავი მოგონებები ჩემს ოჯახთან, ჩემს მეგობრებთან და ჩემს თბილის გულშემატკივრებთან დუბაიდან. მაგრამ ახლა დროა საქმეს დავუბრუნდეთ! ელემენტები სრულად არის დამუხტული, რომ შევძლო უფრო ძლიერი და მოტივირებული დაბრუნება, ვიდრე ოდესე, რათა ჩავატარო ამბიციური სეზონი, რაც მიზნად გვაქვს დასახული „იუვენტუსში“, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაშიც“, – დაწერა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 2021 წლის პირველ მატჩს 3 იანვარს, ტურინში „უდინეზესთან“ გამართავს.