ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ დამარცხდა და როგორც სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რონალდუმ 2014 წლის შემდეგ პირველად წააგო ფინალური თამაში.
რონალდუმ 2014 წლიდან დღემდე ზედიზედ 12 ფინალში იმარჯვა, მაგრამ შესანიშნავი სერია „ლაციოსთან“ შეწყდა.
ხსენებული 12 ფინალიდან ერთადერთი იყო „იუვენტუსის“ რიგებში, 2019 წლის იანვარში იტალიის სუპერთასზე „მილანთან“, რომელიც ტურინელებმა სწორედ რონალდუს გოლით მოიგეს.